ევროპელი ლიდერების კიევის სადგურზე ჩამოსვლისას საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, რუსეთისთვის მნიშვნელობა არაფერს აქვს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის პირველ პირებთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე, რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე და უკრაინის ევროინტეგრაციაზე.

ზელენსკიმ საუბრისას ევროპელ ლიდერებს რამდენიმე საათით ადრე მომხდარი შეახსენა, როდესაც კიევის რკინიგზის სადგურთან , მათი იქ ჩასვლის პარალელურად, საჰაერო განგაში ჩაირთო.

"ევროპელი ლიდერების ჩამოსვლა უკრაინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ დასაფასებელია. ამასთან მნიშვნელოვანია  რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები ქალაქ ირპენში ჩავიდნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები. დღევანდელი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. როდესაც ევროპელი ლიდერები კიევის რკინიგზის სადგურზე ჩამოვიდნენ, საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე რომ რუსეთისთვის მნიშვნელობა არაფერს აქვს. რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინას ასევე ევროპას და ჩვენს ღირებულებებს ემუქრება. ამას მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ" თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის ინფორმაციით, ისაუბრეს რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო კრიზისის დაძლევის გზებზეც და სანქციებზეც

შეხვედრაზე უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენაზე, არსებულ კრიზისზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვისაუბრეთ. პარტნიორებს დეტალურად გავაცანი რუსების მიერ შექმნილი საფრთხე, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ვითარება და ავუხსენი თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მოწოდება. ახლა როდესაც 5 ქვეყნის ლიდერი კიევში ვართ, რუსეთი დონბასის რეგიონს ისევ ბომბავს. მოსკოვი ეძებს ახალ გზებს ევროპის გასანადგურებლად და ახალი მიწების დასაპყრობად. უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ისტორიული მომენტი იქნება, ამასთან შესაძლებელია ეს ევროპის მიერ 21-ე საუკუნეში მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვტილება გახდეს. მჯერა რომ ეს გადაწყვტილება ისტორიული წარმატების საფუძველი გახდება." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

მან ასევე მადლობა გადაუხადა რუმინეთს დუნაის გავლით უკრაინული საქონლის, მათ შორის მარცვლეულის ტრანზიტში გაწეული დახმარებისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი