საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა უკრაინის დედაქალაქში, მაშინ, როცა დღეს დილით იქ საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ჩავიდნენ.
სირენების ხმა არ ნიშნავს, რომ თავდასხმა მოხდა, ისინი ხშირად გაფრთხილების მიზნით ჟღერს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერმინისტრი პირველი ვიზიტით არიან უკრაინაში მას შემდეგ, რაც იქ ომი დაიწყო. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
შოლცმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ მათ სურთ აჩვენონ არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ დაარწმუნონ უკრაინა, რომ დახმარება, ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო, გაგრძელდება.