"მისი საარჩევნო კამპანიის გახსენებაც არ მინდა, არ გვიჯერებდა... ომზე განცხადებების შელამაზებაც ჩვენ მოგვიწია" | კობახიძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. ანუ არ გვიჯერებდა მაშინაც. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო გადასაღები და იმ კლიპის გადაღებაშიც არ მოგვყვებოდა. ასევე მაგალითად აქცია იყო დასაორგანიზებელი და იქ მოსვლაზე უარს ამბობდა. ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, არ მოგვყვებოდა. მერე ჰქონდა კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებით განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გაკეთდა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიციამ პირადად მეც შემაქო სხვათაშორის, კარგად შეალამაზეო... მერე მეორე ისეთი დაემატა, რომელიც მთლად შესალამაზებელი იყო. ესეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას და მთავარი ამოცანა იყო, რომ ნაცმოძრაობა არ მოსულიყო" - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი