წულუკიანმა კრივის ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მორიგი სამიზნე ამჯერად საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაცია გახდა. ირკვევა, რომ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუწყდა და ამის შესახებ  კრივის ეროვნულ ფედერაციას სატელეფონო ზარით აცნობეს.

"საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება გაურკვეველი ვადით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ ეტაპისთვის შეჩერებულია ყველა ღონისძიება და შეკრება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოკრივეთათვის"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი