"სამწუხაროდ, წამოვიდა რიტორიკა გეოგრაფიაზე... ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი" | კობახიძე მაკრონის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება “გაზომვად კრიტერიუმებს დაეფუძნოს”, ან დაეფუძნოს ისეთ კრიტერიუმებს, როგორზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა. 

ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან გამოყოფა არ შეიძლება, თუმცა საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ იმყოფება.

"სამწუხაროდ, წამოვიდა რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმედ მოსასმენი ალბათ საზოგადოებისთვის, რადგან გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობაა. ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება იგივე ვიღაცამ თქვას წევრობაზე, როცა საქმე საქმეზე მიდგება”, - თქვა კობახიძემ.

იხილეთ მაკრონის განცხადება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი