მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოვყოთ, საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ სურს ევროკავშირმა "მკაფიო და პოზიტიური სიგნალი" გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას მომავალ კვირაში გადაწყვეტილების მიღებამდე, მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

POLITICO წერს, რომ საქართველოს საკითხი ასევე იქნება მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ემანუელ მაკრონის შეფასებით "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა".

ამ თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის დროს ისაუბრა. 

"მინდა, მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გამოვგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რომელიც ჩვენ გვაქვს", - თქვა მაკრონმა. 

გამოცემის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა თავის პასუხისმგებლობას ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირის თავმჯდომარის ქვეყნის პოსტზე.

მაკრონმა ვიზიტის დროს წამოაყენა თავისი წინადადება - "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის" შესახებ, იდეა რომელიც პირველად მაისში გავრცელდა, როგორც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შუალედური ვარიანტი.

ოთხშაბათს მაკრონმა თქვა, რომ ინიციატივა არ იქნება "წევრების პროცესის ალტერნატივა", მაგრამ გააჩენს საშუალებას მოკლევადიანი პროექტებისთვის, ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი