პრეზიდენტ სააკაშვილის არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ბარბაროსული აქტია - გოშევსკა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟეტა გოშევსკა ბარბაროსულ აქტს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის არგაშვებას ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მან ეს განცხადება კლინიკა ვივა მედთან გააკეთა, სადაც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა, თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება მას არ ეძლევა

"პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ეს არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობადა   მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი." ამბობს გოშევსკა

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი