
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ეხმაურება რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ოცნების" მმართველობის შედეგია და ხელისუფლება, რომელმაც თავადვე შექმნა ოლიგარქიული რეჟიმი, ის ქვეყნის დეოლიგარქიზაციას არ მოახდენს.
"ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ეს პერიოდი რასაც ქართული ოცნება უარყოფდა იქ არის სწორედ საუბარი იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩვენ ამისკენ მოვუწოდებდით, ამ უპასუხისმგებლო და მავნებელ ძალას. ასევე საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, ეს არის ხალხი, რომელმაც ოლიგარქიული რეჟიმი შექმნა და ის დეოლიგარქიზაციას არ გააკეთებს, ეს არის მათი საკვები. შესაბამისად ის, რაც წერია ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი. ცხადია, რომ ესენი ამას არ გააკეთებენ, არც არასდროს არ ჰქონიათ ამის გაკეთების მიზანი, შესაბამისად მოახერხეს, რომ ქვეყანა რჩება, ასოცირებული ტრიოს მიღმა. ეს არის ქართული ოცნების პირდაპირი დამსახურება" - ამბობს ჯაფარიძე
მისივე თქმით, ახლა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენოს ევროპას, რომ "ქართული ოცნება არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ საზოგადოებაა პოლიტიკური სპექტრი, ვინც პროდასავლური ღირებულებებს, მთავარ ღირებულებად მიიჩნევს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია ქართული ოცნების მიერ ქვეყნის გადაყლაპვა" - თქვა ჯაფარიძემ
იხილეთ ასევე: