
უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, სავიზო რეჟიმი 1 ივლისიდან ამოქმედდება
"ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირებს რუსეთთან. ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხის დასაძლევად, მთავრობამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად. “ - თქვა შმიგალმა.
დღეს, სახელმწიფოს მეთაურმა მინისტრთა კაბინეტს შესთავაზა შეემუშავებინა საკითხი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვის შესახებ.