ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს დაანებოს თავი სხვადასხვა დედაქალაქებში სირბილს - პრეზიდენტმა ეს განცხადება ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია არ მისცა. 

"გავიგეთ გზავნილი მათი, გავიგეთ გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი , ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს, იმათმაც უნდა გაიგონ რა არის დღევანდელი საფრთხეები და საფრთხე იმისი რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს. რა არის გასაკეთებელი სია მოცემულია, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის, ნაწილის ყოველ შემთხვევაში, ვინც ასე იქცეოდა, რომ დაანებოს თავი ამ სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რომელიც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და მიუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი." ამბობს ზურაბიშვილი 

ზურაბიშვილის აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც საკითხზე იმუშავებს და თუ "კონსტრუქციული ოპოზიცია" სამუშაო ჯგუფის სათავეში იქნება, ეს პარტნიორებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

"რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას, შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად. მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია თუ იქნება ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში ან მთავრობაში, და დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა - თუ ასეთი რამ შეიქმნება ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა, რადგან პასუხისმგებლობა გადანაწილებული იქნება ორივე მხარეზე, რომ მივიღეთ პოზიტიურ შედეგამდე... ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, დრო არ არის ვიღაცის ლანძღვის, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს", - თქვა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი