ჯონსონი-ზელენსკის შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

ერმაკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ბორის ჯონსონთან ერთად განიხილეს უკრაინისთვის, მძიმე შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთის ფედერაციაზე სანქციებით ზეწოლა და უსაფრთხოების გარანტიები.

 "ბორისთან განვიხილეთ მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა, უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთზე სანქციების გაზრდილი ზეწოლა, კერძოდ, საერთაშორისო მაკფოლ-იერმაკის ჯგუფის წინადადებები, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მიერ, ჩვენი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება დამოუკიდებლობის ომში“ - წერს ანდრეი ერმაკი 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინაში რუსების მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელი ვიზიტით უკვე მეორედ ჩავიდა  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი