უკვე მეორედ, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა [VIDEO]

გამოქვეყნდა:

უკვე მეორედ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

ზელენსკი წერს, რომ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტით მოხარულია. მისივე განცხადებით, ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცეა.

"ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და მტკიცეა. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, ისევ კიევში ვიხილე" - წერის ვოლოდიმერ ზელენსკი.

ბორის ჯონსონი კიევში პირველად 9 აპრილს ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი