კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მხარს უჭერს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უკრაინაში ჩატარებას 2023 წელს.

"ევროვიზია უკრაინელებმა მოიგეს. ვიცი, რომ ფანტასტიკური ნომერი გვქონდა, მეორე ადგილი დავიკავეთ და ვისურვებდი, რომ კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მაგრამ ფაქტია: მათ (უკრაინამ) გაიმარჯვა და ამას იმსახურებენ.

ვფიქრობ მათ (უკრაინას) შეუძლიათ კონკურსის გამართვა და მჯერა, რომ მათ უნდა ჩაატარონ. ჩემი აზრით, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება", - თქვა ბორის ჯონსონმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა 17 ივნისს განაცხადა, რომ 2023 წელს ევროვიზია უკრაინაში ვერ ჩატარდება, რის გამოც მათ გაერთიანებულ სამეფოს მიმართეს როგორც წლევანდელ მეორე ადგილოსანს, რომ სწორედ იქ ჩატარდეს კონკურსი.

BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ღონისძიების მასპინძლობისთვის. უკრაინის  კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ კი განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილების გასაჩივრება სურს.

შეგახსენებთ, ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი