ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

გამოქვეყნდა:

ტურინში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა.

40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის დაჯამებული ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო. მეორე ადგილი კი დიდმა ბრიტანეთმა - 466 ქულით დაიკავა.

ქართველმა ხალხმა (მაყურებლის ხმები) უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი უკრაინა 6 ქულით შეაფასა, მაქსიმალური 12 ქულა კი დიდ ბრიტანეთს დაუწერა.

უკრაინას ევროვიზიაზე ჯგუფი Kalush Orchestra წარადგენდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელი სწორედ უკრაინა იქნება. 

ევროვიზია 2022-ის ფინალისტი ქვეყნები იყვნენ: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ფინეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, პოლონეთი, რუმინეთი, ბელგია და შვედეთი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი