"მე რომ აქ არ ვიბრძოლო რუსები მანდ შემოვლენო" - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბიძა

გამოქვეყნდა:

​უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბიძა ამბობს, რომ ომამდე ალუდა ზვიადაური ესტონეთში მუშაობდა და უკრაინაში სწორედ იქიდან წავიდა. მისი თქმით, ზვიადაურს ოკუპანტებმა მაშინ ესროლეს, როცა მას ფრონტის ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდა.

"ესტონეთში იყო წასული მუშაობდა, ერთი 2 კვირა არ დაურეკავს და დავრეკე სადხარ-თქო და კიევშიო. რატო წახვედი-მეთქი ვეუბნები და მე რომ აქ არ ვიბრძოლო რუსები მანდ შემოვლენო. დაჭრილი გამოჰყავდა, შეტრიალდა და მაგ დროს მოხვდა ტყვია", - თქვა დაღუპულის ბიძამ.

ცნობისთვის, 18 ივნისს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, 42 წლის ალუდა ზვიადაური დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინელებისა და ჩეჩნების ბატალიონში იბრძოდა. ალუდა ზვიადაურის ცხედარი ფრონტის ხაზიდან მებრძოლებმა უკვე გამოასვენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი