ლუგანსკში ვითარება უკიდურესად მძიმეა, თუმცა ოკუპანტებს არაფერი გამოსდით და სერიოზულ ზიანს განიცდიან - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რეგიონში უკიდურესად მძიმე ვითარებაა.

მისი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ, სრული კონტროლი მოიპოვოს სევეროდონეცკზე, კომიშუვახაზე, პოპასნასა და ლისიჩანსკის-ბახმუტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თუმცა უკრაინელი დამცველები მათ სერიოზულ ზიანს აყენებენ.

"მტერმა სრული რეზერვი, რომელიც გააჩნდა, დონბასის რეგიონში გადმოისროლა. ოკუპანტები ცდილობენ სევეროდონეცკის, კომიშუვახას და პოპასნას ბოლომდე აღებას, კონტროლის მოპოვებას. მტერს სერიოზული ზიანი აქვს, ჩვენი ჯარისკაცები მედგრად პასუხობენ და მტრის რაზმს ანადგურებენ. ამასთან, რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე აიღონ ლისიჩანსკი-ბახმუტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი, რათა სხვა ქალაქებზე იერიშები თავისუფლად მიიტანონ. ამ ეტაპზე მტერს არაფერი გამოსდის და სერიოზულ ზიანს განიცდის", - ამბობს სერგეი გაიდაი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი