ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია ხვალ ქუთაისშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისისა და ბათუმის პარალელურად, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია ხვალ ქუთაისშიც გაიმართება. მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქიდან დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

შინ ევროპისკენ - ამ სახელწოდებით აქცია თბილისში 20 ივნისს, 20:00 საათზეა დაანონსებული. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. იგივე გზავნილები ექნებათ ქალაქ ბათუმშიც, სადაც აქციის მონაწილეები ცენტრალურ პარკთან 19:00 საათზე მივლენ, შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედნისაკენ გადაინაცვლებენ.

ამავე თემაზე:

"შინ ევროპისკენ" - 1 დღე მასშტაბურ აქციამდე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი