ქუთაისში, მეზობლის მკვლელობისთვის, 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შემთხვევა 16 ივნისს, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 60 წლამდე კაცი სანადირო თოფით დაჭრა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. ბრალდებულის სახით ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი