ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე უსამართლობაა, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის სტიმულია - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე უსამართლობაა. მდინარაძის მტკიცებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინაში ომის გამო მიანიჭეს.

"როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში, უკრაინისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის აგრესია მიდის და ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს და მივესალმებით, ასევე, მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ, ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს ომი.

საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმაც პირდაპირ თქვა ერთი: რომ არ იყოს ომი უკრაინაში ალბათ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე: მან ახსენა გეოგრაფია. გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნებების საფუძველი მაგალითად, მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან, მაგრამ სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 17 ივნისს  ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

 27 წევრი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადს 24 ივნისს ევროკავშირის სამიტზე განიხილავს.

იხილეთ ასევე: 

უკრაინასა და მოლდოვას სტატუსს ავანსად აძლევენ, წამახალისებელი ავანსია - ღარიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი