"ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, არ გამიკვირდება" - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება "ნაციონალური მოძრაობის" დაორგანიზებულ აქციასაც რომ რუსები აფინანსებდნენ. ასე ეხმაურება ის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ გამოხმაურებებს. 

"უნდა გვაინტერესებდეს, ხოშტარიას შემოსავლები ხომ არ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც-მეთქი და თვითონ ასე თარგმნეს: "დღევანელ აქციას რუსეთი აფინანსებსო". ანუ, მარტო ხოშტარიას არა, ჩვენცო..:)) თან ისე გაგიჟდნენ, მე მგონი მართლა რაღაცაშია საქმე.

ისე ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება, თან ასეთი მყისიერი გაღიზიანების და თვითდაბრალების ფონზე.

ამასობაში რაზეც ბრიფინი იყო, იმ თემას ისევ არ იმჩნევენ.

ყველაზე საშიში მაინც ევროპულ ნიღაბსამოფარებული და რუსული საქმის მკეთებელი ხალხია!

რაც არ უნდა ქნან, ამ ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებას და მის ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!" - წერს მამუკა მდინარაძე. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლო "პროვოკაციებში" ადანაშაულებს. მან ბრიფინგზე ხოშტარიას მოუწოდა გაასაჯაროოს 2008 წლიდან რუსეთიდან მიღებული თანხები. მდინარაძის აზრით, თუ ხოშტარია ამაზე უარს იტყვის, საკითხის საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი