მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ევროკავშირის საელჩოში ექიმების შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საელჩოში კლინიკების ასოციაციებისა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

ექიმები მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ დროულად გადაიყვანონ.

როგორც კლინიკების ასოციაციის წევრები აცხადებენ, შეხვედრის მიზანია, ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგვარად აიძულონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

"მასხარაობის დრო არ გვაქვს, სახუმაროდ საქმე არაა, პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი და სანამ ის გადავა უმართავ პროცესში საჭიროა დროულად რეაგირება და გადაყვანილი იქნას იგი უცხოეთის მაღალი გამოცდილების მქონე სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება ფატალური", - თქვა ვილი პაჭკორიამ.

დღეს კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა, დღის მეორე ნახევარში კი მიხეილ სააკაშვილს ენმ-ს დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი