ბეჭდის დასმაა, რომ ოცნების მთავრობას NATO-ში გაწევრიანებაზე ხელი აქვს აღებული - კანდელაკი ღარიბაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი NATO-ზე პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. კანდელაკის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება ბეჭდის დასმაა იმაზე, რომ  ქართული ოცნების მთავრობას ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელი აქვს აღებული.

"თქმა იმისა, რომ დეოკუპაცია არის აუცილებელი ალიანსში გასაწევრიანებლად, - არის ოკუპაციის წახალისება.

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არა მხოლოდ ოკუპაციის წახალისებაა, არამედ კონტექსტი არის იმდაგვარი,რომ ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ ქართული ოცნების მთავრობას ნატოში გაწევრიანების საკითხზე ხელი აქვს აღებული. დღეიდან საქართველო ნატოში ოფიციალურად აღარ ისწრაფვის - ეს არის ღარიბაშვილის დღევანდელი თავზარდამცემი განცხადების შინაარსი" - გიორგი კანდელაკი", - თქვა ირაკლი კანდელაკმა. 

კატარის ეკონომიკური ფორუმზე ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა ნატოში მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა გაწევრიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი