
აქცია სამგორის გამგეობასთან - ადგილზე "ლელოს" წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილი. მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით "6-ის მერე მოსულა"?, "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი". აქციის მონაწილეები გამგებლის გადადგომას ითხოვენ.
ისინი იმ ბილწსიტყვაობას აპროტესტებენ, რომლითაც კახა სამხარაძემ გუშინდელი აქციის მონაწილეები მოიხსენია, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
სამხარაძემაც და "ოცნების" დანარჩენმა წარმომადგენლებმაც, მათ შორის მერმა კალაძემ, პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ და დეპუტატმა დავითულიანმაც სამხარაძის გინება "არასამუშაო საათებით" გაამართლეს, თავად სამხარაძემ კი საკუთარი ლექსიკა სულხან-საბას ლექსიკონით ახსნა - სი*ები სულხან-საბას ლექსიკონში ნიშნავს ჩიტს, მეგობრები ასე ვესაუბრებით ერთმანეთს - ამბობს გამგებელი.


