"ეს არ გაგივა კობახიძე" - ჯაფარიძე დეოლიგარქიზაციის "ოცნებისეულ" ვერსიაზე

გამოქვეყნდა:

ეს არ გაგივა კობახიძე! ეს შეგიძლია მიყიდო შენს თანაპარტიელებს - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ოცნების" თავმჯდომარესა და სხვა პარტიის სხვა წევრებს პასუხობს, რომლებიც საქართველოში ოლიგარქად თვლიან ყველას, გარდა ივანიშვილისა.

ირაკლი კობახიძემ დღეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის არსებული კანონი ახსნა და თქვა, რომ ქართულ რეალობაში ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ეს არის "ოცნების" მცდელობა, შეზღუდონ მათი პოლიტიკური საქმიანობა და ევროკომისიის რეკომენდაციები ოპოზიციაზე იერიშისთვის გამოიყენონ.

"ახალი, ასე ვთქვათ მისთვის შოუს სტილში სიბინძურე შემოაგდო, რომ ვითომ ევროკავშირი სთხოვდეს ჩემი და მამუკა ხაზარაძის დეოლიგარქიზაციას, ეს არ გაგივა კობახიძე! ეს შეგიძლია მიყიდო შენს თანაპარტიელებს. რა თქმა უნდა, აქაც ვხედავთ, რომ არის მცდელობა შეზღუდონ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი განზრახვა ქართულ ოცნებას, რომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, კობახიძეს მის ბოსს, მის ხელმძღვანელ ივანიშვილს და მის თანამოძმეებს არ აქვს, მათ უნდათ გამოიყენონ ეს ვითარება ოპოზიციაზე იერიშის გასაძლიერებლად, -" - ამბობს ბადრი ჯაფარიძე  

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი