რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო დიდი დემოკრატიული რისხვა დაატყდებათ ქართველი ხალხისგან - მელია "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" დამფუძნებელი ოლიგარქის გადასარჩენად ახალ გეგმას ამუშავებს და პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად, პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ტალღას აანონსებს. ახალი "ტრიუკი" ამჯერად ოლიგარქების წინააღმდეგ შემუშავებულ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც რეალური ოლიგარქის გარდა, ყველას შეეხება.

ოპოზიცია "ოცნების" ამ ჩანაფიქრს სტრატეგიული პარტნიორების კიდევ ერთხელ დაცინვას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონის ამ ფორმით მიღება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

"არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, რას საუბრობს ბატონი კობახიძე ან ნებისმიერი მათი პროპაგანდის წარმომადგენელი. შავით თეთრზე არის გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს. არშესრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს კონკრეტული ფასის გადახდა. რაც უფრო გაჯიუტდებიან შეცდომაში და დანაშაულში, მით უფრო დიდი დემოკრატიული რისხვა დაატყდება მათ ქართველი ხალხის მხრიდან", - თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის არსებობის შემთხვევაში, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი. მან ოპოზიციას მიმართა, "ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი