
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ [RSF]უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მაკსიმ ლევინისა და მისი მეგობრის, ოლექსი ჩერნიშოვის დაღუპვის გარემოებები შეისწავლა და აცხადებს, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა კიევთან ახლოს ტყეში, სიკვდილით დასაჯეს.
ლევინი ტყეში სავარაუდოდ თავისი დრონის დასაბრუნებლად შევიდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შენიშნეს, რომლებსაც ტერიტორიის ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდათ - "ჟურნალისტი დარწმუნებული იყო, რომ დრონის კადრები უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის კარგი მტკიცებულება იყო" - წერს ორგანიზაცია
RSF-ის ცნობით, სიკვდილით დასჯას სავარაუდოდ წინ უძღოდა წამება და დაკითხვა.
უკრაინის უსაფრთხოების ძალებს, დანაშაულის ადგილი უკვე იდენტიფიცირებული აქვთ. ადგილზე აღმოჩნდა ლევინის დამწვარი ავტომანქანა ფორდ მავერიკი.
RSF-ის სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია, ასევე ჩერნიშოვის [ჟურნალისტის მეგობარი] ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები და 14 ტყვია მანქანაში. ლითონის დეტექტორებმა აღმოაჩინეს ტყვია, რომელიც სავარაუდოდ ლევინს მოხვდა.

ცნობისთვის, პოლიციამ ფოტორეპორტიორ მაქს ლევინის ცხედარი სოფელ გუტასთან 1-ელ აპრილს იპოვა.