
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ლიეტუვას მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტრანზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსკოვის პასუხი არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა - "კითხვაზე, უნდა შემოიფარგლოს თუ არა რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებით, პასუხია არა. პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც“, - ამბობს ზახაროვა
მისივე თქმით, როგორც ევროკავშირმა ისე ლიეტუვამაც კარგად იცის, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია და იქამდე ვიდრე რუსეთისგან საპასუხო ზომებს მიიღებენ, ლიეტუვამ ეს აკრძალვა უნდა გააუქმოს.
შეგახსენებთ, ლიეტუვას გადაწყვეტილებით, ქვეყანა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.