
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ღირსებამოკლებულ" დოკუმენტს უწოდებს.
მისი თქმით, ამ დოკუმენტს ევროპარლამენტარები: ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი ლობირებდნენ.
"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ღირსებას მოკლებული დოკუმენტი. კუბილიუსი და ფოტიგა ლობირებდნენ სწორედ ამ ღირსებას მოკლებულ რეზოლუციას ევროპარლამენტში", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება. დოკუმენტს მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.