ლიჩაკოვის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა 9 აგვისტომდე გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

"პუტინის ნათლიმამად" წოდებულ ვიქტორ მედვედჩუკს, ლვოვის ლიჩაკოვის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა 9 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ღალატი, ტერორიზმის ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მითვისება და რუსული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი 12 აპრილს, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი