
რუსეთი "პუტინის ნათლიმამად" წოდებული ვიქტორ მედვედჩუკის აზოვსტალის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის აზოვებზე გაცვლის შესაძლებლობას. განიხილავენ ის ადამიანები მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ",-თქვა ლეონიდ სლუცკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი დააკავა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროები, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლები, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.