24 ივნისი, 19:00 საათი | ახალი სახალხო მოძრაობა და დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური აქციის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

24 ივნისი, 19:00 საათი - კიდევ ერთი მასშტაბური აქციის მოლოდინში. საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის მთავარ გამზირზე იკრიბება. სწორედ 24 ივნისს გადაწყდება, როგორ გააგრძელებს ქვეყანა პოლიტიკურ ცხოვრებას.

იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად საქართველომ მხოლოდ შესასრულებელი პირობები მიიღო, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული მოთხოვნებით სახალხო პროტესტს აანონსებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი