"ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს პროცესი ჩვენ შეუქცევადი გავხადეთ" - ამის შესახებ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ისაუბრა.
"პირველად, ევროპამ, აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პეტრსპექტივა. ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოცი გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენ გავხადეთ შეუქცევადი - ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობთ, უვიზო რეჟიმით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადით, მიღებული ევროპული პერსპექტივით და დათქმებით" - ამბობს ღარიბაშვილი.