"ოცნების" დეპუტატებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში  600 ათასი ლარი დახარჯეს

გამოქვეყნდა:

2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.

319 ათასი ლარი დაიხარჯა პარლამენტარების მივლინებებში, მათ შორის იმ "მდუმარე პარლამენტარების" მივლინებებში, რომლებსაც მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავთ.

სპეციალური კვლევის შედეგები "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნა. 

  • არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტისას 14 ათას 911 ლარი დახარჯა;
  • სოფო კილაძის ვიზიტი აშშ-ში ქვეყანას 13 ათას 664 ლარი დაუჯდა;
  • ირაკლი ბერაიამ კი 10 ათას 420 ლარი დახარჯა;

ეს მხოლოდ არასრული პირველი კვარტლოის მონაცემებია, ვინაიდან მიმდინარე წლის მარტიდან მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა და საერთაშორისო ფრენები შეწყდა.  

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული ხელმომჭირნედ უნდა იხარჯებოდეს, თუმცა მივლინებები ქვეყანას სჭირდება. კომენატარი ამ თემაზე სწორედ სოფო კილაძემ გააკეთა.

არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ქვეყნისთვის რომ ჩვენ საგარეო მიმართულებით აქტიურად ვიმუშავოთ და ამას სჭირდება გარკვეული ხარჯები - ამბობს სოფო კილაძე

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ მივლინებებში იხარჯება იმდენი, რამდენიც პენსიების ზრდას, ან მასწავლებლებისთვის ხელფასების მატებას ეყოფოდა:

ბიუჯეტში ჩადებულია 100 მილიონ ლარზე მეტი როგორც მივლინებებზე, ასევე წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეს არის სტუმარი რომ ჩამოდის მისი მასპინძლობის ხარჯები, ოღონდ ერთ სტუმარს შემდგ რესტორანში მიყვება ათი ჩვენი ადგილობრივი ბიუროკრატი - ამბობს რომან გოცირიძე

 "ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით, ქართული ოცნების დეპუტატები ძვირადღირებულ რესტორნებსა და სასტუმროებს ირჩევენ, თუმცა რა მიზნით, ეს შესაბამის დოკუმენტაციაში არ არის მითითებული. არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის ფული ე.წ. კორპორატიულ წვეულებებში დახარჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი