"ტექნიკურად მოხდა აკრეფვა" - ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბიშვილის დაწყევლაზე

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ რაც  პრეზიდენტმა მთავრობის მეთაური ღიად გააკრიტიკა, სახელისუფლებო გუნდმა სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის სამზადისი დაიწყო. მაგალითად, ხარაგაულში შეეშალათ და სალომე ზურაბიშვილი  ფეიქ ექაუნთის ნაცვლად, ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან  დაწყევლეს.  

პოსტს ავტორი ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეა, რომელიც აღიარებს, რომ კომენტარი მისია და პირადი გვერდიდან დაწერა სურდა, თუმცა აერია: 

ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება, ტექნიკურად მოხდა აკრეფვა და გასწორებულია, ვინ ამიკრძალა ჩემი თავისუფალი აზრის გამოხატვა? - ამბობს ბარბაქაძე "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.

ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბარბაქაძე აგრესიული ფორმით გამოხატავს საკუთარ პოზიციას და ქართული ოცნების დავალებებსაც პირნათლად ასრულებს:

"ეს ქალი არის ტროლ-ბოტი, წამსვლელია ყველაფერზე. მან საკრებულოს სახელით გააკეტა ეს კომენტარი და მთელმა ხარაგაულმა უნდა იცოდეს, რაში აძლევენ საკრებულოს თავმჯდომარეს 5 ათას ლარ ხელფასს - ამბობს ხარაგაულის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ქალბატონ გამოირჩევა აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ოპონენტების მიმართ. განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებს არ სწყალობს" - ამბობს ინგა მაღრაძე, ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი "ლელოდან".

"შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე" - ეს კომენტარი დაიწერა სალომე ზურაბიშვილის  Facebook-გვერდზე ერთ-ერთი პოსტის ქვეშ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდის სახელით 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი