"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ვეტო დაედო მოსმენების კანონისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, ამ ვეტოში ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ ეწერება.
"როდესაც გრძელდება კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ ამ კანონპროექტს რომელიც არის მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება", - თქვა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, გაეცნობიან შენიშვნებს, შემდეგ კი, თუ დარწმუნდებიან რომ არავითარი სამართლებრივი შენიშვნა ზურაბიშვილს არ აქვს, ვეტოს დაძლევენ. იხილეთ ასეევ: