შინ ევროპისკენ! - აქცია თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად დღეს, 24 ივნისს აქციები გაიმართება საქართველოს რეგიონებშიც. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერას და გააპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს.

ქუთაისში აქცია 5 საათზე, სპორტის სასახლესთან დაიწყება:

"ყველა ქუთაისელს მოვუწოდებ, ვისაც ამ შემთხვევაში მანქანები ჰყავს და აქვს იმის საშუალება, რომ კოლონას დაუდგეს გვერდით, 5 საათზე დღეს შევიკრიბებით სპორტის სასახლესთან ოლიგარქია თუ ევროპა, ეს იქნება ის ხმამაღალი სიტყვა, რომელსაც თითოეული ქუთაისელი გაიგონებს", - ამბობს აქციის ორგანიზატორი, აკაკი საღინაძე.

გორში მოქალაქეები  ლომჭაბუკის სკვერში, 5 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მთავარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი