მეოთხე თვეა ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი - ტურიზმი სრულიად გაჩერებულია. ამ სფეროში აქტივობა 90% - თაა დაცემული, თუმცა ამ სექტორის გამოცოცხლებას ექსპერტები მომდევნო წლის გაზაფხულამდე არ ელოდებიან და ფიქრობენ რომ წლევანდელ წელს ინდუსტრია 70%-იანი ვარდნით დაასრულებს.
სამსახურის გარეშე რჩებიან სხვა სექტორებში დასაქმებული ადამიანებიც. კორპორაცია ICR-ის შეფასებით, საცალო გაყიდვებისა და სარესტორნო ბიზნესის სფეროში ვარდნა წლის ბოლომდე 40-დან 50%-მდე იქნება. ყველაზე მსხვილი კომპანიები თანამშრომლებს 15-20%-ით შეამცირებენ, საშუალოები და წვრილები კი მაღალი ალბათობით ყველას სახლში გაუშვებენ და კარებს დიდი ხნით დახურავენ.
ზედიზედ მესამე თვეა ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. აპრილში ვარდნა -17%იყო, მაისში -14%. თვიდან თვემდე კატასტროფულად მცირდება დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვაც. თუ ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკას არ შეცვლის და ხალხს არ დაეხმარება, ექსპერტები ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას და სიღატაკის საშიშ დონემდე ზრდას ვარაუდობენ. შემდგომი თვეები რომ უმძიმესი იქნება, დღეს არც ეკონომიკის მინისტრს დაუმალავს.
ოლიგარქის კარზე ჯიუტად არ სურთ იმისი აღიარება, რომ გაზრდილი სიღარიბისა და უმძიმესი ეკონომიკურ კრიზისის გამო, ქართულ ოცნებას მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა.