
საქართველოსთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭებას "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ეხმიანება.
ლუკ კოფი სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს და ასოცირებული ტრიოს დაშლას კრიტიკულად აფასებს.
"საქართველო უნდა მიუძღოდეს ამ ჯგუფს, სირცხვილია რაც ხდება!" - წერს ლუკ კოფი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ევროპის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
იხილეთ ასევე: