მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხზე გააკეთებს განცხადებას ღარიბაშვილი, თუმცა სავარაუდოდ, ბრიფინგის თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭომ გუშინ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი