ბიუროს სხდომა პარლამენტში დღეს უკვე მეორედ გადაიდო. თავდაპირველად სხდომა 12 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა 2 საათამდე გადადეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სხდომა 3 საათზე ჩატარდება.
საგაზაფხულო სესია დღეს, 24 ივნისს სწორედ ბიუროს სხდომით უნდა დაიხუროს.
შეგახსენებთ, რომ 2 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ ღარიბაშვილის ბრიფინგია ჩანიშნული.