პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნამყოფი არაა. მან განმარტა, რომ ოკუპირებული არა მხოლოდ ის ხაზია, რომელიც გავლებულია, არამედ მთლიანი საქართველო და მისი ეს ნაწილი, შესაბამისად დაზარალებული საქართველოა. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ საკითხი ასე დასმა არასოწრია.
"ახლა თქვენ გინდათ, რომ ტერიტორიები მოვსაზღვროთ რაც დაკარგა ან არ დაკარგა 'ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. არანაირი ტერიტორიები საქართველოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ დაუკარგავს, ჩვენ რასაც ვხედავთ ეს არის იმ ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც სამწუხაროდ, დაიწყო სწორედ წინა ხელისუფლების დროს, რამაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, რომ აღიარების კუთხით დაეწყო სწორედ ის მცოცავი ოკუპაცია, რომლის მოწმეც დღეს ვართ ჩვენ. [საოკუპაციო ხაზთან] როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არ ვარ ნამყოფი, ზოგადად, კერძო პირი, ნამყოფი ვარ", - თქვა შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ოკუპანტებმა უკანონო სამუშაოები დღესაც განაახლეს.