შეკვეთილი მკვლელობა, თუ შურისძიება? ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივებზე საგამოძიებო უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მოკლული ბიზნესმენის დედა დარწმუნებულია, რომ მკვლელობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიგეგმა და ის ქილერმა შეასრულა;
ლევან კაჭარავა, მეტსახელად ტილიკა, წყნეთის გზაზე, იმ ადგილზე ჩაცხრილეს, სადაც არც ქვეითად მოსიარულეები მოძრაობენ და არც სათვალთვალო კამერები დგას; შეკვეთილი მკვლელობის და ბიზნეს დავის გარდა, სახელდება კიდევ ერთი ვერისა, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდება.