
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, სანდუ კიევის ოლქის ქალაქებს - ბუჩას, ირპენს და ბოროდიანკას ეწვევა. ეს სწორედ ის ქალაქებია, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდნენ და ომის არაერთი დანაშაულია ჩადენილი. იქ უკვე არაერთი მსოფლიო ლიდერია ნამყოფი და საკუთარი თვალით აქვს ნანახი რუსული სისასტიკე.
მოლდოვას პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკისაც.
[არქივის ფოტო]
ინფორმაცია, რომ მაია სანდუ უკრაინაში გეგმავდა ჩასვლას, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დასახელებულა.
შეგახსენებთ, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.