
უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე გასულ ღამეს 10-ზე მეტი იერიში მიიტანეს. სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება
"ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, მაგრამ უკვე გვაქვს პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა“, - განაცხადა ნატალია ჰუმენიუკმა
მისივე თქმით, კუნძულზე წინა დარტყმების დროს განადგურდა სარადარო სადგური, რაც ძალიან ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანია.
უკრაინა აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა გრძელდება, სამხედრო ოპერაცია იქნება ხანგრძლივი და გაგრძელდება კუნძულის ოკუპანტებისგან სულად გათავისუფლებამდე.