"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრმა, დავით ქაცარავამ 27 ივნისს განაცხადა, რომ პატრულირებისას ხურვალეთში რუსი ოკუპანტების მიერ ახალი საგუშაგოს მშენებლობის ფაქტი დააფიქსირეს. მისი თქმით, ძირითადი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორია.
ქაცარავა "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ თუ ჟურნალისტები ან აქტივისტები მსგავსი ტიპის აქტივობას არ აღმოაჩენენ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს.
"ოკუპანტებმა წინ წაიწიეს საგუშაგოს აგების საქმეში. ძირითადი მიზანი მაინც იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი. ეს საგუშაგო შენდება სასაფლაოს თავზე და ბუნებრივია ადგილობრივ მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნებმა ამ სასაფლაოებზე მისასვლელად.
თუ ჟურნალისტები ან სამოქალაქო აქტივისტები არ აღმოაჩნენე რაიმე ასეთი ტიპის აქტივობას ოკუპანტების მხრიდან, ჩვენი ხელისუფლება დუმს, სრულ კოლაბორაციაშია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან", - ამბობს დავით ქაცარავა.
ქაცარავამ გუშინ ვიდეო მასალაც გაავრცელა. მისივე თქმით, რუსები აძლიერებენ კაბალის თავზე არსებული საგუშაგოს.