"ხალხი მიჰყავთ, სასაფლაოზე ვერ გასულხარ, ყველას ეშინია" - ადგილობრივები საოკუპაციო ხაზთან უკანონო მშენებლობებზე

გამოქვეყნდა:

ადგილობრივებმა გამყოფ ხაზთან, ერთ-ერთ სოფელთან საოკუპაციო ბანერი პროტესტის ნიშნად მოხსნეს და დაამტვრიეს. რთული ვითარება ხურვალეთსა და კირბალშია, სადაც რუსი ოკუპანტები საგუშაგოებს აშენებენ. 

კირბალში ეს უკვე მე-4 საგუშაგო იქნება. ხურვალეთში კი ახალი საგუშაგო სასაფლაოს თავზე შენდება. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

"ეგენი დადიან და მიჰყავთ ხალხი, რუსები, გადაგახდევინებენ მერე ფულს, ან სროკს მოგცემენ, ან რა ვიცი. ოთახი აქვთ საყარაულო, მაგოდენა ტერიტორია წაიღეს, სალოცავში ვერ ადიხარ წესიერად, სასაფლაოზე ვერ გასულხარ, ყველას ეშინია", - ამბობს ადგილობრივი. 

მათივე თქმით, ოკუპანტები თუ ადგილზე ქართველებს ხედავენ გადმოდიან და "ჩუმად ეპარებიან" დასაკავებლად. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლოს ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ცხელი ხაზი აამოქმედა და სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში ჩააყენა. როგორც ხურვალეთში, ასევე, კირბალში უკანონო სამუშაოების საკითხს სუს-ი ერგნეთისა და ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე დააყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი