მთავრობა 1 წლით კრძალავს საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, ხორბლის და ქერის ექსპორტს კრძალავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.

"რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს", - განაცხადა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს, უწყება ამბობს, რომ საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება და მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი