
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ალუდა ზვიადაური სამშობლოში 25 ივნისს ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, შემდეგ კი დაღუპული გმირის ცხედარი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
42 წლის ალუდა ზვიადაური რიგით მე-16 ქართველია, ვინც უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას შეეწირა. ის 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ზვიადაურს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა, როცა ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს.
ავტორი: ია გულიაშვილი