ვერც კი შევაფასებ, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა - ლომჯარია რიჟვაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ვერც კი გავაკეთებ ალბათ ამ განცხადებების შეფასებას, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა" -  ამბობს,  სახალხო დამცველი, თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომელმაც  "ლიბერასტები" უწოდა ყველას, ვინც ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების მომხრეა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მმართველ პარტიას გაკეთებულ განცხადებებზე ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება.

"ვფიქრობ, რომ ძალიან დაბლა სწევენ პოლიტიკური თუ ადამიანური ურთიერთობის თამასას ცალკეული პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ძალიან მიუღებელია და ვერც კი გავაკეთებ ალბათ ამ განცხადებების შეფასებას, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების და ვერავინ ვერ იხეირებს ჩემი აზრით ამ ტიპის განცხადებებით",- ამბობს ნინო ლომჯარია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი