ძიუდოისტები წულუკიანის წინააღმდეგ | აუდიტის დასკვნა და სავარაუდო პროვოკაცია ფედერაციაში

გამოქვეყნდა:

მეცნიერებსა და ხელოვანებზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, სპორტული ფედერაციების ჯერი დადგა. თეა წულუკიანის მორიგი სამიზნე ძიუდოს ფედერაციაა. ორი კვირის წინ მინისტრმა მოკრივეებს დაფინანსება შეუჩერა, ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედებები.

უკვე გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელშიც ძიუდოს ფედერაციაში აღმოჩენილ დარღვევებზეა საუბარი. ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფო აუდიტორებს ყველა დოკუმენტაცია მიაწოდეს, თუმცა მათ საქმე მაინც პროკურატურაში გაგზავნეს.

ფედერაციის ხელმძღვანელობა დეტალებში გარკვევას ცდილობს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე მიზანმიმართულ პროვოკაციასთან ჰქონდეთ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი